The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი იმნაძე

დაბადების თარიღი:6 სექტემბერი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1978–1979წწ. მუშაობდა ქალაქის მე–2 კლინიკურ საავადმყოფოში; 1979–1980წწ. მე–4 მთავარ სამმართველოს საავადმყოფოს კარდიოლოგიურ განყოფილებაში; 1980–1982წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1982–1998წწ. ამავე ინსტიტუტის რითმის მოშლის განყოფილებაში; 1993 წლიდან ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის რითმის დარღვევების მექანიზმებსა და მკურნალობას, გულის ელექტროსტიმულაციის მეთოდების გამოყენებას. კარდეიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანტირითმული პრეპარატების შერჩევა სუპერავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიარითმიის ეპიზოდური მკურნალობისათვის გულის ტრანსეზოფაგური ელექტროსტიმულაციის მეთოდის გამოყენებით",  დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.130


გააზიარე: