The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ინანეიშვილი

შოთა ინანეიშვილი
დაბადების თარიღი:13 ოქტომბერი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს.

1985–1986წწ. იყო წყალტუბოს სანატორიუმ "რკინიგზელის" ექიმი–ორდინატორი; 1995 წელს ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის თანამშრომელი; 1986 წლიდან მუშაობს თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტში. ავტორია 11 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის იშემიურ დაავადებათა რისკის ფაქტორების გავრცელებას და მათ პროფილაქტიკას ახალგაზრდებში. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის იშემიური დაავადებების გამომწვევი რისკის ფაქტორების გავრცელება და მათი პროფილაქტიკა თბილისის სტუდენტებში", 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.130


გააზიარე: