შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ინგოროყვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1972–1973წწ. იყო ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი–ინტერნი; 1973–1979წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული განყოფილების ექიმი–ნეიროქირურგი; 1979–1987წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნეიროქირურგიის კურსის ასისტენტი; 1987 წელს ამავე კურსის დოცენტი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის კურსის ხელმძღვანელი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის. ნაშრომთაგან 7 გამოქვეყნებული აქვს საზღვარგარეთ. არის სამი საკანდიდატო თემის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოპერაციის შემდგომი თავის ტვინის შეშუპების კლინიკუირი თავისებურებანი", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.131 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |