The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ იოსელიანი

დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973–1974წწ. იყო თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს, II ქირურგიული განყოფილების ინტერნი; 1975–1976წწ. თბილისის სასწრაფო დახმარების, შოკის საწინააღმდეგო ბრიგადია ქირურგი; 1976–1982წწ. სისხლძარღვთა ქირურგიის რესპუბლიკური ცენტრის ქირურგი; 1982–1984წწ. თბილისის I კლოინიკური საავადმყოფოს მიკროქირურგიის განყოფილების გამგე; 1984–1986წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1987–1991წწ. საქართველოს კპ ცკ–ის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სექტორის ინსტრუქტორი; 1994 წლიდან ექიმთა დიპლომის შემდგომი სამედიცინო აკადემიის რეკონსტრუქციურ–პლასტიკური მიკროქირურგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უმაღლესი კატეგორიის ქირურგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თითებისა და მტევნის მიკროქირურგიული რეპლანტაცია", დაიცვა 1982 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.132; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.223

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი (1982-)
  • საქართველოს ანგიოლოგთა საზოგადოება, წევრი (1998-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: