შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აბდულა–ბეგი![]()
ბიოგრაფიააბდულა–ბეგი(არჩილი) იყო ქართლის მეფის იესეს და ერეკლე I–ის ასულის ელენეს ძე. ქართლის სამეფო ოჯახის პრეტენდენტი. 1735 წელს სპარსელებმა ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის ნაიბად(გამგებელი) დანიშნეს. 40–იანი წლების დამდეგს თბილისში მჯდომი ირანელი ხანის მრჩეველი იყო. 1744 წელს საუფლისწულოდ გადასცეს ქვემო ქართლი. 1747 წელს თეიმურაზ II ირანს გაემგზავრა და ქართლის მმართველობა ერეკლე II–ს დაავალა, ხოლო აბდულა–ბეგი დამხმარედ დაუტოვა. აბდულა ბეგმა გამეფება მოინდომა, გამაგრდა თავის რეზიდენციაში–სამშვილდის ციხეში, დამხმარედ მიიწვია დაღესტნელი მოთარეშენი, მიიმხრო თბილისის ციხეში მყოფი ყიზილბაშები და ერეკლე II–ს შეებრძოლა. ერთწლიანი ბრძოლა აბდულა–ბეგის დამარცხებით დამთავრდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.26
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |