შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ აბესაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყანდაურა, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს. 1958–1985 წლებში ხელმძღვანელობდა გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტულ განყოფილებას. 1985 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. მისი ძირითადი შრომები ეხება საჭმლის მონელების ფიზიოლოგიურ საკითხებს, სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმის მოქმედების მექანიზმს სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის დროს, სისხლწარმოქმნისა და სისხლის შედედების რეგულაციის ნერვულ ჰორმონულ და ჰუმორულ მექანიზმებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1961), პროფესორი(1967). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფიზიოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.28 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |