The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ აბესაძე

ავთანდილ აბესაძე
დაბადების თარიღი:10 მაისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:2003  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყანდაურა, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს.

1958–1985 წლებში ხელმძღვანელობდა გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტულ განყოფილებას. 1985 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. მისი ძირითადი შრომები ეხება  საჭმლის მონელების ფიზიოლოგიურ საკითხებს, სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმის მოქმედების მექანიზმს სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის დროს, სისხლწარმოქმნისა და სისხლის შედედების  რეგულაციის ნერვულ ჰორმონულ და ჰუმორულ მექანიზმებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1961), პროფესორი(1967). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფიზიოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.28

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1965 - ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: