The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით აბესაძე

დავით აბესაძე
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1951  (73 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი, მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს, თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1980 წელს.

1973–1984 წლებში მუშაობდა "საქქალაქმსენსახპროექტის" არქიტექტორად; 1984 წლიდან იყო "საქკოოპრეკლამის"კომბინატის მთავარი მხატვარი; 1970 წელს მან თ. სეფერთელაძესა და მ. თავართქილაძესთან ერთად პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი "ცისფერი ტრიო", რომელიც 1973 წლიდან გამოდიოდა როგორც საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის პროფესიონალური კოლექტივი. 1979 წლიდან იყო საქართველოს ტელერადიოს სოლისტი. ტენორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.28; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.208; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.35

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1988 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1982 - საქართველოს კომკავშირის პრემია

გააზიარე: