The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნათია ჭელიძე

ნათია ჭელიძე
დაბადების თარიღი:22 ოქტომბერი, 1980  (43 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 2003 წელს; ასპირანტურა- 2006 წელს და მოიპოვა სამეცნიერო ხარისხი - ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

სადისერტაციო ნაშრომი - "შრომითი მიგრაცია საქართველოდან". 2003-2006 წლებში გაიარა ასპირანტების მხარდამჭერი საერთაშორისო სამწლიანი პროგრამა "მიგრაციის რეგულირება: თეორია, მეთოდები და პრაქტიკა" (უნგრეთი, რუსეთის ფედერაცია).

2004 წლიდან არის თსუ მიგრაციის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, 2006 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კითხულობს ლექცია/სემინარებს: "შრომის ეკონომიკა", "შრომის მსოფლიო ბაზარი და საერთაშორისო მიგრაცია". მას მონაწილეობა აქვს მიღებული 14 კვლევით პროექტში შრომითი მიგრაციის, ფულადი გზავნილების, შრომის ბაზრის, დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის, მიგრანტთა შრომითი უნარებისა და იგპ-ის შესახებ. ის არის 25 ანალიტიკური ნაშრომის ავტორი, მათ შორის, ერთი მონოგრაფიისა. 2011-2013 წლებში ის წარმოადგენდა საქართველოდან მკვლევარს პროგრამაში "CARIM East- Consortium for Applied Research on International Migration", რომელიც განხორციელდა ევროპული უნივერსიტეტის, რობერტ შუმანის ფონდისა და პოლონეთის მიგრაციული პოლიტიკის ცენტრის მიერ.

2002 მუშაობს საჯარო მოხელედ წლიდან: 2002-2005წწ. შსს, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში, ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი; 2005-2006წწ. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, შრომითი მიგრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2006-2012წწ. საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წამყვანი სპეციალისტი; 2012-2017წწ. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, აპარატის უფროსი; 2017 წლიდან ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე.


ბიბლიოგრაფია


გააზიარე: