The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კაპიტონ აბესაძე

კაპიტონ აბესაძე
Date of birth:25 November, 1900
Date of death:12 July, 1987  (at 86 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მუხურა, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1920 წელს.

1921 წლიდან მონაწილეობდა ქუთაისის რკინიგზელთას კლუბის დრამატული წრის სპექტაკლებში. 1928 წლიდან იყო ბათუმისა და ქუთაისის(ახლანდელი თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი) თეატრების მსახიობი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თელავის, ქუთაისის, ხაშურისა და თბილისის მუსიკალური კომედიისა და სხვა თეატრებში. 1938 წლიდან იყო ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ყვარყვარე, მანუჩარი(პ.კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", "კოლმეურნის ქორწინება"), ჯიბო კვანტრიშვილი, მოსე მწერალი(შ. დადიანის "გუშინდელნი",  "ნინოშვილის გურია"), კირკიტა(მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), ხარიტონ აბზიანიძე(გ. ბააზოვის "მუნჯები ალაპარაკდნენ"), სკრობოტი(მ. გორკის "მტრები"), შვაჩი(ბ. ლავრენიოვის "რღვევა") და სხვ. მონაწილეობდა ფილმებში: "დაკარგული სამოთხე"(იმერელი გლეხი), "საბუდარელი ჭაბუკი"(ფოსტალიონი), "ჩემი მეგობარი ნოდარი"(მეეტლე აფრასიონი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.28 ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.53; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

Awards and Honors

  • 1974 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1946 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1945 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

Share: