The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი დანელია

გიორგი დანელია
დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1923
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 2013  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს.

1947 წლიდან მუშაობს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატარული მედიცინის და სამეანო-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1950 წლიდან განაგებს ამავე ინსტიტუტის პათომორფოლოგიის განყოფილებას; 1960-1990წწ. პარალელურად ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის ცენტრალური პათომორფოლოგიის ლაბორატორიას; 1970-1985წწ. ასევე იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; შეისწავლის ნაყოფისა და ახალშობილის ცენტრალური ნერვული სისტემებისა და ფილტვების პათოლოგიას, ქალის ჰორმონულ პათოლოგიას და ორსულთა სიკვდილ მიზეზებს; არის სამეანო–გინეკოლოგიური მორფოლოგიის და პერინატალური პათოლოგიის ერთ–ერთი ფუძემდებელი საქართველოში; პათოლოგანატომი; 300-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1978).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.310;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.108; გიორგი დანელია : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2013. - 23 იანვარი. - N13 (7140). - გვ.11 (dspace.nplg.gov.ge)

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამედიცინო ბიოლოგიური აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1990 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1990 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: