Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი დანელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს. 1947 წლიდან მუშაობს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატარული მედიცინის და სამეანო-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1950 წლიდან განაგებს ამავე ინსტიტუტის პათომორფოლოგიის განყოფილებას; 1960-1990წწ. პარალელურად ხელმძღვანელობდა ქ. თბილისის ცენტრალური პათომორფოლოგიის ლაბორატორიას; 1970-1985წწ. ასევე იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი; შეისწავლის ნაყოფისა და ახალშობილის ცენტრალური ნერვული სისტემებისა და ფილტვების პათოლოგიას, ქალის ჰორმონულ პათოლოგიას და ორსულთა სიკვდილ მიზეზებს; არის სამეანო–გინეკოლოგიური მორფოლოგიის და პერინატალური პათოლოგიის ერთ–ერთი ფუძემდებელი საქართველოში; პათოლოგანატომი; 300-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1978). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.310; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.108; გიორგი დანელია : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2013. - 23 იანვარი. - N13 (7140). - გვ.11 (dspace.nplg.gov.ge) Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |