The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ჯანელიძე

მიხეილ ჯანელიძე
Date of birth:29 March, 1981  (44 years)
Category:Diplomat, Public official

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ბაკალავრის ხარისხი 2002 წელს; დიპლომატიური აკადემია, რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართალის ასპირანტურა 2006 წელს; კავკასიის ბიზნეს სკოლა, საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი აღმასრულებელთათვის 2010 წელს; გრენობლის ბიზნეს სკოლა, გრენობლი, საფრანგეთი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურა 2010 წელს.

2001-2002წწ. სტაჟირება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში; 2003-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტი; 2006-2007წწ. პს "საერთაშორისო პროექტების დახმარების სერვისი", ბიზნესის განვითარების მენეჯერი; 2007 წელს ვისოლ ჯგუფი, პროექტის მენეჯერი; 2007-2009წწ. შპს "ველლაჯიო", ვისოლ ჯგუფი, მმართველი დირექტორი; 2009 წელს შპს "ჯანელიძე და კომპანია", პარტნიორი; 2009-2011წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; 2011-2015წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2015 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი (2015-2018).

წყარო: http://www.mfa.gov.ge/MainNav/DiplomatService/Minister.aspx

Awards and Honors

  • 2011 - ღირსების ორდენი

Share: