The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბო თბილელი

აბო თბილელი
დაბადების თარიღი:757
გარდაცვ. თარიღი:6 იანვარი, 786
კატეგორია:წმინდანი

ბიოგრაფია

აბო თბილელი იყო ქრისტიანობისათვის წამებული არაბი. ნერსე II ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი. ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო. ნერსესთან ერთად ქართლში დაბრუნებულ აბოს არაბებმა მოსთხოვეს მაჰმადიანობის დაბრუნება. აბომ უარი განაცხადა. ამის გამო თავი მოჰკვეთეს. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. მიჩნეული იყო თბილისის მფარველად. აბოს მოწამეობა აღწერა VIII საუკუნეში იოანე საბანისძემ.  მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ხსენების დღე არის ძველი სტილით 8 იანვარი, ახალი სტილით–21 იანვარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.30


გააზიარე: