The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი
დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

1992–1995წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი, ევროგაერთიანების სამმართველოში მესამე მდივანი, შემდეგ მეორე მდივანი, პირველი მდივანი და სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1995-1996წწ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი, ევროორგანიზაციების სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1996-2000წწ. ავსტრიაში საქართველოს საელჩო, ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობაში პირველი მდივანი, შემდეგ მრჩეველი; 2000-2001წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტი, მრჩეველი; 2001-2002წწ. ავსტრიაში საქართველოს საელჩო, ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობაში მრჩეველი; 2002 წელს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციებში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; 2002-2004წწ. აშშ–ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩეველი; 2004-2007წწ. უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი; 2007-2008წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2008-2009წწ. ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2012-2014წწ. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; 2015-2016წწ. საქმიანობა განაგრძო ახლად დაფუძნებულ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში, აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. ფონდში ყოფნის პერიოდში მისი საქმიანობა იყო დაკავშირებული საჯარო პოლიტიკის კვლევებისა და ადვოკატირების პროექტების განხორციელებასთან, დიპლომატებისთვის შესაძლებლობების გაზრდასთან, აკადემიური და საჯარო დისკუსიების გამართვასთან საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ; 2016-2018წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე; 2018-2022წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2021-2022წწ. საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი; 2022 წლის 4 აპრილიდან დაინიშნა აშშ-ში სრულუფლებიან და საგანგებო ელჩად. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2007).

წყარო: ბიოგრაფია გაკეთებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდიდან; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.77


გააზიარე: