Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კორნელი დანელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაჯავახო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1958-1959წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში; 1963 წლიდან სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრაზე; 1987 წლიდან იყო ამავე კათედრის გამგე; 1988 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გილოლოგიური ფაკულტეტის დეკანი; მისი გამოკვლევები ეხება ძველი ქართული ენის, მეგრულ–ჭანურის, ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის, ბიბლიურ წიგნთა ქართული თარგმანების რაობის, გენეზისის, მათში უცხოენოვანი ელემენტების გამოვლენის საკითხებს; აღსანიშნავია მისი წვლილი ძველი ქართული ენის ძეგლების კრიტიკულად გამოცემასა და შესწავლაში; მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ი. ყიფშიძის თხზულებათა ერთტომეულს (1994); ტექსტოლოგი; ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1981). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.310; elibrary.sou.edu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |