The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ჯალაღანია

დავით ჯალაღანია
Date of birth:1 December, 1963  (62 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1986 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) სამშენებლო ფაკულტეტი, ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით და სწავლა განაგრძო სტუ-ის ასპირანტურაში; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და საქმიანი ურთიერთობების ფაკულტეტი და მიენიჭა მენეჯერის კვალიფიკაცია 1993 წელს.

1994-1996წწ. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტი, უფროსი სპეციალისტი; 1996-1997წწ. ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო, სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1997-1998წწ. იმავე სამინისტროს სამმართველოს უფროსი; 1998-2000წწ. ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2000-2002წწ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგარეო დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორი; 2002-2004წწ.  საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, უფროსი მრჩეველი; 2004-2006წწ. საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დესპანი; 2006-2008წწ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი; 2008-2009წწ. საქართველოს  კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2008-2017წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. 2020 წლიდან ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი; 10 სამეცნიერო სტატიის და 3 გამოგონების ავტორია.

დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი 1991 წელს. 

წყარო:  დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 191

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: