The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგი გიგიაძე

გიგი გიგიაძე
დაბადების თარიღი:11 აპრილი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით 2001 წელს.

2000 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში: 2000 წელს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის ატაშე; 2000-2001წწ. პირველი ევროპული დეპარტამენტის III მდივანი; 2001-2003წწ. პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩეველი; 2003-2006წწ. საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში მრჩეველი; 2006-2007წწ. საბერძნეთისა და ხორვატიის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოში მრჩეველი; 2007-2008წწ. ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის მრჩეველი; 2008-2009წწ. ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის I ევროპული სამმართველოს უფროსი; 2009-2010წწ. ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2010-2012წწ. ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი; 2012-2014წწ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 2013-2014წწ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნეუბლი; 2014 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2014-2016 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2010 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი; 2016-2021წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში (რეზიდენციით კოპენჰაგენში); ამავე წლის 17 ივლისს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი.

წყარო: საქართველოს საელჩო დანიის სამეფოში: denmark.mfa.gov.geდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.55



გააზიარე: