შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხათუნა თოთლაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით 2002 წელს. 2002 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში: 2002-2003წწ. საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი, სპეციალისტი; 2003-2005წწ. საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ატაშე; 2005-2006წწ. საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის I მდივანი; 2006-2007წწ. საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სახელშეკრულებო სამმართველოს უფროსი; 2007-2012წწ. საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2012-2014წწ. საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი; 2007-2008წწ. პედაგოგიური საქმიანობა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში; 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2014 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. არის ათამდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: mfa.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |