The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად გონაძე

ზვიად გონაძე
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1967  (52 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1989 წელს; Middle Tennessee State University ეკონომიკის მაგისტრის პროგრამა 1994 წელს.

1989-1992წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-2000წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის, შემდგომში კი პრეზიდენტის კანცელარიის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, პრეზიდენტთან არსებული უცხოური ინვესტიციების(საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს უფროსი; 2000-2004წწ. სსიპ სოციალური ინვესტიცების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; 2004-2012წწ. კერძო სექტორი, ბიზნეს პროექტების ხელმძღვანელი, ვაზისა და ღვინის კომპანიების "ალექსანდრეულის", "Geovine Invest" და "Geovine International"-ის დირექტორი, საფინანსო-საინვესტიციო ჯგუფ "სამანის" დირექტორი; 2012-2016წწ. შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" დირექტორი; 2016 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

წყარო: http://www.mfa.gov.ge/MainNav/DiplomatService/DeputyMinisters


გააზიარე: