The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გელა ბეჟუაშვილი

გელა ბეჟუაშვილი
Date of birth:1 March, 1967  (57 years)
Category:Diplomat, Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: დაბა მანგლისი, თეთრიწყაროს რ-ნი.

დაამთავრა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი საერთაშორისო და შედარებითი სამართლის სპეციალობით 1991 წელს; დალასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა(აშშ) 1997 წელს;  ჰარვარდის უნივერსიტეტი, ჯონ ფ. კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლა(აშშ), სახელმწიფო მართვის სპეციალისტის სპეციალობით 2003 წელს.

1991-1992წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი პრობლემების განყოფილების II მდივანი; 1992-1993წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი პრობლემების განყოფილების უფროსის მოადგილე; 1993-1996წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ყაზახეთის რესპუბლიკაში; 1997-2000წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი; 2000-2004წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; 2004 წელს თავდაცვის მინისტრი; 2004-2005წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში; 2005-2008წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას საერთაშორისო სამართლის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი და წიგნი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი და ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი. 

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: mfa.gov.ge


Share: