The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ დანელია

რევაზ დანელია
Date of birth:5 May, 1947
Date of death:3 March, 2008  (at 60 years)
Burial location:ქ. თბილისი
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლეხაინდრავო, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკის სპეციალობით 1968 წელს.

1968 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად; 1971-1996წწ. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრაზე; 1981-1984წწ. მივლინებული იყო მოსკოვში მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დრეკადობის თეორიის კათედრაზე; 1996 წლიდან პედაგოგიური საქმიანობა გააგრძელა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში; იყო უმაღლესი მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კათედრის გამგე; მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი სფეროა ჰიდროტექნიკა, კერძოდ მელიორაცია; მან დაადგინა სამელიორაციო ჰიდროკვანძების კაშხლის ზედაპირზე მიწისძვრით წარმოქმნილი ჰიდროდინამიკური წნევები, წყალსაცავის ფსკერზე გრუნტში გავრცელებული სეისმური ტალღის გათვალისწინებით; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სახელმძღვანელო და მონოგრაფია; ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.310; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.186; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.248

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო - პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: