The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1958  (60 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი 1981 წელს.

1981-1988წწ. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილება, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილება; 1988-1990წწ. დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი; 1990-2008წწ. დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა თავის დაარსებულ კომპანიებს: "Georgia Arts Management" და "Gregory Vashadze and BR"; 2008 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; იმავე წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი; 2008-2012წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მინიჭებული აქვს სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანის დიპლომატიური რანგი.

http://www.mfa.gov.ge/MainNav/DiplomatService/ex-ministers/grigol-vashadze.aspx


გააზიარე: