The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია ფანჯიკიძე

მაია ფანჯიკიძე
Date of birth:16 October, 1960  (63 years)
Category:Diplomat, Public official, Scientist, Translator, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იენის (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) ფრიდრიჰ შილერის სახელობის უნივერსიტეტი; შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტი (ასპირანტურა) 1986 წელს.

1983-1994წწ. თბილისის მე-6 ქართული გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელი, გერმანული ენის სწავლების მიმართულების ხელმძღვანელი; 1988-1994წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრის დოცენტი; 1992-1994წწ. გერმანული ენის მასწავლებელთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე; 1994-1997წწ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი; 1997-2001წწ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი; 2001-2002წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩეველი; 2002-2004წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2004 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2004-2007წწ.  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; 2007-2010წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში; 2010-2011წწ. გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი; "ევროპული სკოლის" და სკოლა "ლოგოსის" გერმანული ენის მასწავლებელი; 2012წ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. 2015-2016წწ. რომში ნატო-ს კოლეჯის მიწვეული ლექტორი; 2018 წლიდან ბრემენის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი. არის მაქს ფრიშის, თომას ბერნჰარდის, პეტერ ჰანდკეს, რობერტ მენასეს, ბერნჰარდ შლინკის, გერჰარდ ბაუმის, ეგონ ბარის, ჰენრი კისინჯერის და სხვათა ნაწარმოებების ქართული თარგმანების ავტორი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: mfa.gov.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 326; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.153

Member of Organizations

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2012-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2012)

Awards and Honors

  • 2019 - ავსტრიის რესპუბლიკის ღირსების უმაღლესი ოქროს ორდენი ვარსკვლავით

Share: