The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ბერუჩაშვილი

თამარ ბერუჩაშვილი
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1961  (58 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის პ. ლუმუმბას სახ. ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის  ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, უცხო ენათა ფაკულტეტი(ფრანგული ენა) 1985 წელს; ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო და შედარებითი ურთიერთობების ფაკულტეტი, საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი (MPA) (ბლუმინგტონი, ინდიანა, აშშ) 1998 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურა, კვალიფიკაცია - ეკონომიკის დოქტორი 2006 წელს.

1986-1990წწ. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1992წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 1992-1994წწ. საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა ტასისის (TACIS) საკოორდინაციო ბიუროს ადმინისტრატორი; 1994-1996წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამა ტასისის (TACIS) საკოორდინაციო ბიუროს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; 1997 წელს დოქტორ ზბიგნევ ბზეჟინსკის ოფისი, ანალიტიკოსი (ვაშინგტონი, აშშ); 1998 წელს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების  მინისტრის მოადგილე; 1998-2000წწ. ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი; 2000-2003წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2003-2004წწ. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო კანცელარია; 2004 წელს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში; 2004-2011წწ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; 2011-2012წწ. ვიცე-პრემიერის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი; 2012-2013წწ. ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2013-2014წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2014-2015წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი; 2016 წლის 1 მარტიდან დაინიშნა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილო ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, ასევე  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად. 

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: mfa.gov.geliberali.ge


გააზიარე: