The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან აბელიშვილი

ლევან აბელიშვილი
დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1909
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 1974  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტი 1931 წელს.

იყო რკინიგზის ტრანსპორტის ელექტრონული წევის პიონერი საქართველოში. მისი შრომები ეხება წევის ეფექტიანობას, წევის გაანგარიშებას, რკინიგზების გატარების უნარს, მოძრავი შემადგენლობისა და ელექტრომომარაგების სისტემათა თეორიას. აგრეთვე ელექტრო რკინიგზების იძულებითი რეჟიმების გამოკვლევას ძაბვის საშუალო ვარდნათა ეპიურების მეთოდით ყველა ელემენტის ურთიერთმოქმედებისას. წევის ძრავების სითბურ გაანგარიშებასა და გამოცდას, საკონტაქტო სადენების გახურების თეორიას, გრძელ მატარებელთა წონის ინერციულ გაანგარიშებასა და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი(1955). პროფესორი(1956). ელექრტოტექნიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.28

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1956-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1961-)
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, სარედაქციო კოლეგიის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: