The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დანიელი (მიტროპოლიტი)

დანიელი
ოფიციალური სახელი:დავით დათუაშვილი
დაბადების თარიღი:29 მაისი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინომცოდნეობის ფაკულტეტი 1977 წელს.

1983 წელს აკურთხეს დიაკვნად; 1985 წლის 28 აგვისტოს მღვდლად; დაინიშნა სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად; პარალელურად გახდა სამთავროს დედათა მონასტრის მოძღვარი; 1990 წელს მიიღო დეკანოზის წოდება; 1990 წლის 1 ნოემბერს აღიკვეცა ბერად სიონის საკათედრო ტაძარში; მალევე გახდა არქიმანდრიტი და დაინიშნა სვეტიცხოვლის წინამძღვრად; 1991 წელს დაინიშნა ხულოს სასულიერო სასწავლებლის რექტორად; 1992 წლის 22 მაისს ხელდასმულ იქნა ბოდბელ ეპისკოპოსად; ამავე წლის 25 დეკემბერს ცხუმ–აფხაზეთის მღვდელმთავრად; 1993 წელს ცხუმ–აფხაზეთის მთავარეპისკოპოსად; 1995 წლიდან შეთავსებით მართავს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას; 1999 წელს დაადგინეს მარგვეთის მთავარეპისკოპოსად; 2000 წელს ცხუმ–აფხაზეთის, 2002 წელს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტია; 2010 წლის დეკემბრიდან ცხუმ–აფხაზეთის ეპარქია გადავიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გამგებლობაში და იგი დაინიშნა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მოქმედ მღვდელმთავრად; 1989 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის ლოცვა–კურთხევითა და დანიელ მიტროპოლიტის ხელმძღვანელობით მოეწყო წმინდა ნინოს მოლოცვითი გზა ფარავნიდან მცხეთამდე, რომელიც დღემდე გრძელდება; იგი ხელმძღვანელობს მრევლის შეკრებებს, წმინდა ადგილების მოლოცვას და სამრევლო ჯგუფებს, რომლებიც უვლიან უპატრონო მოხუცებულებსა და ავადმყოფებს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.312

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2007 - წმინდა გიორგის ორდენი

გააზიარე: