The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი აბრამიშვილი

გიორგი აბრამიშვილი
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1917
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 1992  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1940 წელს.

მუშაობდა ფოთის, ბორჯომის, თბილისის თეატრებში. იყო შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. ბორჯომის სახელმწიფო თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1948 წელს დაამთავრა ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებული რეჟისორთა დახელოვნების კურსები. 1948–1950 და 1968–1970 წლებში მუშაობდა თელავის თეატრის მთავარ რეჟისორად. 1950–1952 წლებში იყო მესხეთის(ახალციხე) თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1952–1968 წლებში იყო გორის თეატრს რეჟისორი 1970–1975 წლებში მთავარი რეჟისორი. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ზუგდიდის, ცხინვალის თეატრებს. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ივანე(გ. ერისთავის "გაყრა"), ყვარყვარე(პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), შაჰ–აბასი(ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე"). დადგმული აქვს სპექტაკლები: ო. ბალზაკის "დედინაცვალი", კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური", ა. ჩხაიძის "ხიდი", ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი", რ. მამულაშვილის "თორტიზელი ქალიშვილი", ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებებლი".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.32

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: