The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანიონ დარასელი

ვანიონ დარასელი
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1909
გარდაცვ. თარიღი:13 აპრილი, 1954  (44 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კახათი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1927 წელს; როსტოვის პედაგოგიური ინსტიტუტი 1940 წელს.

მისი ლექსები და მოთხრობები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში; 1934 წელს გამოაქვეყნა პირველი კრებული "ჩემი ტყვია და ჩემი ლექსები"; 1935 წლამდე მსახურობდა წითელ არმიაში; მისი შემოქმედების მთავარი თემაა სამოქალაქო და II მსოფლიო ომების ჰეროიკა, რომელთაც მიუძღვნა მოთხრობები: "მაშინ", "მეკვლე", "ქარი", "ნავარდი", "ბალადა", "უცხოელ ჯარისკაცებზე", რომანი – "ჩემი შვილი", პოემა – "რუსული გული"; მას ეკუთვნის აგრეთვე პოემა – "კიკვიძე" (1953), რომელიც დაიდგა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწფო აკადემიურ და თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრებში; იდგმებოდა მისი სხვა პიესებიც: "გამახარე", "უფროსი ძმა", "ოცნება"; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.317

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: