The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ აბრამაშვილი

ნიკოლოზ აბრამაშვილი
დაბადების თარიღი:28 დეკემბერი, 1918
გარდაცვ. თარიღი:30 ნოემბერი, 1942  (23 წლის ასაკში)
კატეგორია:მფრინავი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ბორჯომის რაიონი.

დაამთავრა სტალინგრადის სამხედრო–საავიაციო სკოლა 1940 წელს.

II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ლენინგრადის ფრონტზე, ჩამოაგდო მტრის 4 თვითმფრინავი. სტალინგრადის ფრონტზე სათავეში ედგა გამანადგურებელთა ესკადრილიას, შეასრულა 150–მდე საბრძოლო გაფრენა, მოსპო მტრის 5 თვითმფრინავი. 1942 წლის 30 ნოემბერს მტრის აეროდრომზე თავდასხმის დროს თვითმფრინავი დაუზიანდა, ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი არჩია, ალმოდებული თვითმფრინავით  აეროდრომზე განლაგებული ტექნიკა ააფეთქა და თვითონაც დაიღუპა. დიდ სამამულო ომში  გამარჯვების 50 წლისთავთან დაკავშირებით  ნიკოლოზ აბრამიშვილის ყოფილი სამხედრო ნაწილის ოფიცერთა რეკომენდაციით, რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის 1995 წლის 21 სექტემბრის ბრძანებულებით, მიენიჭა რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენითა და სხვა ჯილდოებით. გვარდიის კაპიტანი. მფრინავი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.32; airaces.narod.ruwarheroes.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - რუსეთის ფედერაციის გმირი

გააზიარე: