The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა აბრამიშვილი

დაბადების თარიღი:26 აგვისტო, 1903
გარდაცვ. თარიღი:5 აპრილი, 1973  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა თიანეთი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1929 წელს.

1927 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. 1930 წლიდამ მუშაობდა მხატვარ–რესტავრატორად. მან აღადგინა აღადგინა შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის მრავალი ძეგლი(ალავერდი, გელათის მონასტერი, ვანის ქვაბები, ვარიძა, კორცხელი, ნეკრესი, სამთავისი, სამთავრო, უდაბნო, ყინწვისი,  წალენჯიხა, მანგლისი და სხვ.). მისი  ხელმძღვანელობით მოიხსნა და საგანგებოდ იქნა დაცული წილკნისა  და ზედაზენის ფრესკები, სვეტიცხოვლის მხატვრობის ნაწილი. აღადგინა მრავალი ძველი ხელნაწერი და მინიატურა. შალვა აბრამიშვილის  ფერწერული ნამუშევრებია: "ალავერდი"(1947), "კომუნარების ბაღი"(1948). 1930 წელს მის მიერ რესტავრირებული ნამუშევრები გამოფენილი იყო ბერლინში. ფერმწერი. რესტავრატორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.32

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: