The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე აბრამიძე

პავლე აბრამიძე
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1901
გარდაცვ. თარიღი:3 აპრილი, 1989  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვანი.

დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1926 წელს, "ვისტრელის" კურსები 1931 წელს. მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიასთან არსებული უმაღლესი კურსები 1947 წელს.

1933 წლიდან იყო პოლკის, 1938 წლიდან დივიზიის მეთაური. 1939 წლიდან მონაწილეობდა დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიისათვის ბრძოლებში. იყო სსრკ–ფინეთის(1939–1940) და სსრკ–გერმანიის(1941–1945) ომების აქტიური მონაწილე. მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა პერემიშლის, ლვოვის, დროგობიჩის, ვინიცის, კიევის მისადგომებთან. 1941–1945 წლებში იმყოფებოდა გერმანელთა ტყვეობაში. 1945 წლიდან სამხედრო სამსახურში აღადგინეს. 1956 წლიდან იყო თადარიგში. 1949 წლიდან ეწოდა სამხედრო-პედაგოგიურ საქმიანობას. გენერალ–მაიორი(1941).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.32; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 33.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: