The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბრაჰამ I (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

ოფიციალური სახელი:აბრამი
დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

აბრაჰამ I (აბრამი) იყო საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი 1280–1310 წლებში, ადრე მეფის ჯვრისმტვირთველი, პოლიტიკური მოღვაწე. დემეტრე II თავდადებულისა და დავით VIII-ის თანამედროვე. მან დემეტრე II–ს მოუწონა გმირული გადაწყვეტილება, ნებით წასულიყო მონღოლთა(ჰულაგუიანების) ურდოში, რომ საქართველოსათვის აეშორებინა მონღოლთაგან აოხრება. დარბაზის სხდომის დროს, სადაც მეფის წასვლა წყდებოდა, აბრაჰამ I–მა პატრიოტული სიტყვით მიმართა მეფეს და განაცხადა, რომ თუ ის თავს დადებდა ერისათვის, ეპისკოპოსნი იტვირთებდნენ მის ცოდვებს და შერაცხავდნენ წმინდანად. იგი ურდოში თან ახლდა დემეტრე II-ს და ქვეყნისათვის წამებული მეფის ცხედარი მალულად საქართველოში ჩამოასვენა. მანვე აკურთხა მეფედ დავით VIII. აბრაჰამ I ოთხჯერ მონაწილეობდა მეტად რთულ და სახიფათო ელჩობაში. დავალებული ჰქონდა დაეზავებინა მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული დავით VIII და ყაზან-ყაენის მიერ საქართველოს ასაოხრებლად წარმოგზავნილი ხუტლუბუღა. მონღოლებმა ელჩობის ზოგი მონაწილე მოკლეს. შეთანხმება ვერ მოხერხდა. აბრაჰამ I-ის შესახებ ცნობები დაცულია მისი თანამედროვე ანონიმი ჟამთააღმწერლის(XIV ს.) თხზულებაში ("ქართლის ცხოვრება"ტ. 2, თბილისი, 1959).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.32


გააზიარე: