The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი აბულაძე

დაბადების თარიღი:1861
გარდაცვ. თარიღი:1938  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1898 წელს.

იყო კიევის სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. დ. აბულაძემ პირველმა უარყო თვალსაზრისი ეკლამფსიის კონტაგიოზურობის შესახებ და დაადგინა, რომ ეკლამფსიის პათოგენეზში გადამწყვეტი მნიშვნელობა თირკმლის ფუნქციის დარღვევას ენიჭება(1901). განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა საშვილოსნოს კედლებს მოცილებული მომყოლის გამოძევების დ. აბულაძის მეთოდმა (1907), რომელსაც დ. აბულაძის ხერხი ეწოდება. მეან–გინეკოლოგი. პროფესორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.35


გააზიარე: