The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კალენიკე აბულაძე

კალენიკე აბულაძე
დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:21 სექტემბერი, 1972  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბოგოსლოვსკის სასაფლაო, სანქტ–პეტერბურგი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სიმონეთი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა ს. კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1925 წელს.

1932 წლამდე მუშაობდა სამხედრო ექიმად ამიერკავკასიაში, 1932 წლიდან იყო ლენინგრადში ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, შემდეგ კი განაგებდა ამავე ინსტიტუტის უმაღლესი ნერვული მოქმედების პათოლოგიის ლაბორატორიას. აკადემიკოს ივანე პავლოვის ხელმძღვანელობით შეისწავლა უმაღლესი ნერვული მოქმედების ფიზიოლოგიის კანონზომიერებანი, კერძოდ, ყნოსვის, სმენისა და მხედველობის რეცეპტორების მოშლით გამოწვეული ნერვული პროცესების დარღვევა ტვინის ქერქში. შეიმუშავა პირობითი და უპირობო ცრემლდენისა და ნერწყვის გამოყოფის გამოკვლევის ორიგინალური მეთოდები. მონაწილეობდა საბჭოთა კავშირ-ფინეთისა და დიდ სამამულო ომებში. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.37

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია , წევრ-კორესპონდენტი (1951-)

გააზიარე: