The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ძაგან აბულეთისძე

დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ძაგან აბულეთისძე იყო კახეთის დიდგვაროვანი ფეოდალი XIII საუკუნის შუა წლებში. კახეთის თეძმის პატრონი, ერისთავთერისთავის ივანე აბულეთისძის შვილი. ჰყავდა შვილები–ივანე და ლიპარიტი, შვილიშვილი ყარა–ბულა, ბიძა გიორგი და ბიძაშვილი ივანე. 1258 წელს მონაწილეობდა ბაღდადზე მონღოლთა ლაშქრობაში, საიდანაც დიდი ნადავლით დაბრუნდა. ნადავლის ნაწილით იყიდა სოფელი ანგროინი(შესაძლოა ახლანდელი ანგრევანი) და შიომღვიმის მონასტერსშესწირა, სადაც შეიქმნა მისი სამწირველო.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.37


გააზიარე: