The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერი კვარაცხელია

ვალერი კვარაცხელია
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1958  (65 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, დიპლომატი, ექიმი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წალენჯიხა.

დაამთავრა კალინინის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "სპეცფაკულტეტი" - ბიზნესის უმაღლესი სკოლა 1992 წელს.

1984-1986წწ. ქ. ფსკოვის საოლქო საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1986-1989წწ. ქ. წალენჯიხის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი, ქ. ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური განყოფილების ექიმი-ტრავმატოლოგი; 1989-1992წწ. კურორტ "სქური"-ს მთავარი ექიმი; 1992-1995წწ. კონცერნ "საქკურორტი", პრეზიდენტი; 1995-1999წწ. "საქკურორტბანკი", დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2010წწ. ფარმაცევტული კომპანია "სახალხო აფთიაქი"-ს დამფუძნებელი პარტნიორი და გენერალური დირექტორი; 2010-2014წწ. ფარმაცევტული კომპანია "სახალხო აფთიაქი"-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2014-2017წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; 2017 წლიდან "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი" პრეზიდენტი. 2017 წლის 15 დეკემბრიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 199; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: belarus.mfa.gov.ge; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.95

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2000-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი მემარჯვენეები", წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი ფრაქცია", წევრი (2000-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი" (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1999-2003)

გააზიარე: