The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბუსერ აბუსერისძე

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

აბუსერ აბუსერიძე იყო XI საუკუნის შუა წლების საქართველოს პოლიტიკურო მოღვაწე, იოანე აბუსერიძის შვილი. არტანუჯისა და ხიხათა(აჭარის) ერისთავი, აწყურისა და ციხისჯვრის ციხეთა გამგებელი. 1045 წელს მარიამ დედოფალმა აბუსერიძეს საგამგებლოდ ჩააბარა ქალაქი ანისი. აბუსერიძე აქტიურად ეხმარებოდა ბაგრატ IV-ს ლიპარიტ ბაღვაშთან შინაომში. აბუსერიძე და სხვა დიდებულები ლიპარიტ ბაღვაშმა ანისიდან გამოიტყუა და შეიპყრო, შემდეგ გაცვალა თავის შვილ ივანეზე, რომელიც ბაგრატ IV-ს ჰყავდა დატყვევებული. ცოტა ხნის შემდეგ, სასირეთის ჭალაში(შიდა ქართლი) მეფესა და ლიპარიტს შორის მომხდარი შეტაკებისას, აბუსერიძე კვლავ დაუტყვევებია ლიპარიტს, რის შემდეგ ისტორიულ წყაროებში აღარ იხსენიება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.39


გააზიარე: