Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აბუსერ აბუსერისძე![]()
Biographyაბუსერ აბუსერიძე იყო XI საუკუნის შუა წლების საქართველოს პოლიტიკურო მოღვაწე, იოანე აბუსერიძის შვილი. არტანუჯისა და ხიხათა(აჭარის) ერისთავი, აწყურისა და ციხისჯვრის ციხეთა გამგებელი. 1045 წელს მარიამ დედოფალმა აბუსერიძეს საგამგებლოდ ჩააბარა ქალაქი ანისი. აბუსერიძე აქტიურად ეხმარებოდა ბაგრატ IV-ს ლიპარიტ ბაღვაშთან შინაომში. აბუსერიძე და სხვა დიდებულები ლიპარიტ ბაღვაშმა ანისიდან გამოიტყუა და შეიპყრო, შემდეგ გაცვალა თავის შვილ ივანეზე, რომელიც ბაგრატ IV-ს ჰყავდა დატყვევებული. ცოტა ხნის შემდეგ, სასირეთის ჭალაში(შიდა ქართლი) მეფესა და ლიპარიტს შორის მომხდარი შეტაკებისას, აბუსერიძე კვლავ დაუტყვევებია ლიპარიტს, რის შემდეგ ისტორიულ წყაროებში აღარ იხსენიება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.39
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |