The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი
Date of birth:4 November, 1964  (59 years)
Category:Public official, Historian, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭუბერი, მესტიის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1987 წელს; თბილისის სასულიერო აკადემიის თეოლოგიის ფაკულტეტი 1995 წელს.

1981-1982, 1988წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრი; 1987 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილება; 1989-1991წწ. დმანისის რაიონის სოფ. ბოსლების საჯარო სკოლის დირექტორი; 1991-1995წწ. ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი, თბილისი; 1995-1996წწ. გაზეთი "კავკასიონი", კორესპონდენტი; 1996-2000წწ. გაზეთი "კავკასიონი", რედაქტორი; 1996-2003წწ. "რადიო თავისუფლება, რადიო თავისუფალი ევროპა" კორესპონდენტი; 1998-2001წწ. ლონდონის ომისა და მშვიდობის რეპორტაჟების ინსტიტუტის კორესპონდენტი; 2002 წელს კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელი; 2003-2004წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტი, პროექტის "კანონის უზენაესობის" დირექტორი; 2004-2009წწ. საქართველოს სახალხო დამცველი; 2012 წელს საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2014წწ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი; 2014-2018წწ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი; 2018 -2020წწ რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი; 2020 წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №5 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვებ გვერდი: mra.gov.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 315

Member of Organizations

  • გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭო, წევრი (2009-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "ხალხის ძალა", ჯგუფის თავმჯდომარე (2022-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2022-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2022-2022)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, თავმჯდომარე. წევრი (2020-2022)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-2022)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2012)

Share: