The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგი ფაცაცია

გოგი ფაცაცია
დაბადების თარიღი:13 აპრილი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. ბაბუშარა, გულრიფშის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1972 წელს; ქ. ლენინგრადის სამოქალაქო ავიაციის აკადემია ინჟინერ ორგანიზატორის სპეციალობით 1977 წელს; თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი "აჭარა", იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს.

1970-1973წწ. დასავლეთ საქართველოს რეგიონალური გაერთიანებული ავიარაზმის კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1974-1975წწ. დასავლეთ საქართველოს რეგიონალური გაერთიანებული ავიარაზმის გადაზიდვების ორგანიზების უფროსი; 1977-1983წწ. სოხუმის აეროპორტის უფროსის მოადგილე გადაზიდვების დარგში; 1983-1988წწ. დასავლეთ საქართველოს რეგიონალური გაერთიანებული ავიარაზმის მეთაურის მოადგილე პოლიტიკური მიმართულებით; 1988-1993წწ. დასავლეთ საქართველოს რეგიონალური გაერთიანებული ავიარაზმის მეთაურის პირველი მოადგილე; 1992-1993წწ. აფხაზეთის ომის ვეტერანი, სოხუმის სამხედრო ავიაგარნიზონის მეთაურის პირველი მოადგილე; 1993-1994წწ. საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი, საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების განყოფილების უფროსი; 1993-994წწ. აფხაზეთის ა/რ საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1994-2001წწ. სახელმწიფო ავიაკომპანია "აბავია"-ს გენერალური დირექტორი; 2001-2003წწ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის თავმჯდომარის მრჩეველი; 2003-2005წწ. სახელმწიფო ავიაკომპანია "აბავია"-ს გენერალური დირექტორი; 2014 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე; იმავე წლიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე.

წყარო: http://www.mra.gov.ge/geo/static/629

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფაზისის საერო აკადემია, ნამდვილი წევრი (2011-)

გააზიარე: