The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია გიგაური

ლია გიგაური
დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1960  (63 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი; ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის მათემატიკა-ფიზიკის ფაკულტეტი; მარკეტინგისა და მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of  Stock Market and Management), მოსკოვი 2000 წელს; ეკონომიკური განათლების ეროვნული საბჭო (NCEE) და ამერიკის განათლების დეპარტამენტი (აშშ), "საერთაშორისო ეკონომიკა", ეკონომიკის სწავლების მეთოდები 2003 წელს; 2012 წლიდან ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, დოქტორანტურა.

1983-2003წწ. ფიზიკის მასწავლებელი სხვადასხვა სკოლებში, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი სხვადასხვა უნივერსიტეტებში; 2001-2003წწ. საგანმანათლებლო ცენტრი "ერუდიტი", ფონდი "ჰორიზონტი", მცირე ბიზნესის განათლების პროგრამა "ეფექტური მართვის ორგანიზება", კოორდინატორი; 2004-2005წწ. კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი "ერუდიტი", საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი; 2004-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოციაცია "განათლება, დასაქმება, პროგრესი", პროექტი "ეკონომიკა" არაქართული სკოლების პედაგოგებისათვის; 2000-2006წწ. თბილისის N66 საჯარო სკოლა, პედაგოგი; 2006-2007წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეკონომიკური განათლების და განვითარების ცენტრი (CEED)პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაციის პროგრამა, მასწავლებელთა გადამზადება - "მეწარმეობის საფუძვლები", ტრენინგ-მოდულის ავტორი, ტრენერი; 2006-2008წწ. BC ბიზნესის კლინიკა, საჯარო და კერძო სექტორის მართვისა და სტრატეგიული განვითარების კონსულტანტი; 2005-2010წწ. უნივერსიტეტი "კავკასიის აკადემიური ცენტრი", ასისტენტ–პროფესორი; 2005-2012წწ. საგანმანათლებლო ცენტრი CAC, მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელი; 2007-2012წწ. ქალაქ თბილისის №165 საჯარო სკოლა, დირექტორი; 2012-2013წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი; 2013-2018წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 2018 (ივლისიდან 10 სექტემბრამდე) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე (2018); 2020 წლის 15 ივნისიდან 6 აგვისტომდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებ-გვერდი: www.mes.gov.geedu.aris.ge; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი: smr.gov.ge


გააზიარე: