შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ აგლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1963 წელს. 1964 წლიდან მუშაობდა მოსკოვში ლ. კარპოვის სახელობის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტში, 1980–1985 წლებში დ. მენდელეევის სახელობის ქიმიური ტექნოლოგიის ინსტიტუტში. 1985 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის წარმოებათა გამგე. მისი შრომები ეძღვნება ლითონთა ელექტროქიმიისა და კოროზიის შესწავლას, არაორგანული და ლითონთა ორგანული ნაერთთა ელექტროსინთეზის საკითხებს, ელექტროქიმიურ ხელსაწყოთმშენებლობას. ელექტროლიტური მანგანუმის დიოქსიდის წარმოებაში დანერგვა ტიტან–მანგანუმის შენადნობის შემცველი ელექტროქიმიურად აქტიური ანოდები. გომელის ხელსაწყოთსაშენებელ ქარხანაში დანერგა იმპულსური პოტენციოსტატიკური კომპლექსი ელექტროქიმიური კვლევისათვის. იმპულსური პოტენციოსტატიკური კომპლექსის ელექტროქიმიური და კოროზიული კვლევის დანერგვისთვის მიღებული აქვს ოქროს მედალი (1982), სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1983). ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1987), ტექნოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.44 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |