The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ აგლაძე

თამაზ აგლაძე
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1940
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 2019  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1963 წელს.

1964 წლიდან მუშაობდა მოსკოვში ლ. კარპოვის სახელობის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტში, 1980–1985 წლებში დ. მენდელეევის სახელობის ქიმიური ტექნოლოგიის ინსტიტუტში. 1985 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის წარმოებათა გამგე. მისი შრომები ეძღვნება ლითონთა ელექტროქიმიისა და კოროზიის შესწავლას, არაორგანული და ლითონთა ორგანული ნაერთთა ელექტროსინთეზის საკითხებს, ელექტროქიმიურ ხელსაწყოთმშენებლობას. ელექტროლიტური მანგანუმის დიოქსიდის წარმოებაში დანერგვა ტიტან–მანგანუმის შენადნობის შემცველი ელექტროქიმიურად აქტიური ანოდები. გომელის ხელსაწყოთსაშენებელ ქარხანაში დანერგა იმპულსური პოტენციოსტატიკური კომპლექსი ელექტროქიმიური კვლევისათვის. იმპულსური პოტენციოსტატიკური კომპლექსის ელექტროქიმიური და კოროზიული კვლევის დანერგვისთვის მიღებული აქვს ოქროს მედალი (1982), სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1983). ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1987), ტექნოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.44

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო ჟურნალის "Journal of Applied Eleqtrochemistry" ("გამოყენებითი ელექტროქიმია") რედკოლოგია, წევრი
  • ამერიკელ გალვანიკოსთა საზოგადოება, წევრი
  • კოროზიასთან ბრძოლის რესპუბლიკური ცენტრი, ხელმძღვანელი
  • საერთაშორისო ელექტროქიმიკოსათა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: