შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაფიელ აგლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1935 წელს, მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასპიტანტურა 1938 წელს. 1944–1945წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროქიმიის წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრის გამგე. 1945-1951წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი, 1956-1960წწ. გამოყენებითი ქიმიის და ელექტროქიმიის (ამჟამად რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის) ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი. 1949-1951წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის "მეცნიერება და ტექნიკის" გამოცემის ინიციატორი და პირველი რედაქტორი. აქვს შრომები ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის დარგში. ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი (1944), პროფესორი (1944), ელექტროქიმიკოსი, ელექტრომეტალურგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.44 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |