The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რაფიელ აგლაძე

რაფიელ აგლაძე
დაბადების თარიღი:29 დეკემბერი, 1911
გარდაცვ. თარიღი:17 აპრილი, 1989  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1935 წელს, მოსკოვის დ. მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასპიტანტურა 1938 წელს.

1944–1945წწ. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროქიმიის წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრის გამგე. 1945-1951წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი, 1956-1960წწ. გამოყენებითი ქიმიის და ელექტროქიმიის (ამჟამად რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის) ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი. 1949-1951წწ. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ჟურნალის "მეცნიერება და ტექნიკის" გამოცემის ინიციატორი და პირველი რედაქტორი. აქვს შრომები ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის დარგში. ტექნიკური მეცნიერებათა დოქტორი (1944), პროფესორი (1944), ელექტროქიმიკოსი, ელექტრომეტალურგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.44

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (1947-1951)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1946-)
  • სსრკ უმაღლესი საბჭოს II და III მოწვევა, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
  • 1962 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ოქროს მედალი
    კალიუმპერმანგანატის მიღების ორიგინალური მეთოდის დანერგვისათვის
  • 1943 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    ლითონური მანგანუმის მიღების ელექტროლიზური მეთოდის დანერგვისათვის
  • ლენინის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: