The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აზიზ აგრბა

აზიზ აგრბა
დაბადების თარიღი:2 ივნისი, 1912
გარდაცვ. თარიღი:6 ივნისი, 1991  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყულანურხვა, გუდაუთის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის დრამატული სტუდია 1934 წელს.

1935–1936 წლებში სწავლობდა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1931 წელს სოხუმის თეატრის აფხაზური დასის მსახიობია. 1936–1938წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდიის აფხაზური სექციის მსახიობი. 1939–1963წწ. იყო სოხუმის აფხაზური თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: სეიდიყი (მ. ლაკერბაის "დანაყაი"), კელეში (გ. გულიას "შავი სტუმრები"), ანანია (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ბათაყვა (გ. გაბუნიას "მზის ამოსვლის წინ"), ესოპე (გ. ფიგეირედუს "ესოპე"), რაშიდი (ს. ჭანბას "მუჰაჯირები"), იაგო (უ. შექსპირის "ოტელო"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"). დადგმული აქვს სპექტაკლები: ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები" (1959), უ. შექსპირის "ოტელო" (1941), გ. გულიას "შავი სტუმრები"(1951), ვ. აგრბას "გამარჯვება",  ს. ჯოპუასა და ა. ხუათლანძიას "თაგვი ბეღელში" (1958), ნ. პოგოდინის "კრემლის კურანტები" (1959) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.45; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.72-73; kino-teatr.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - დიმიტრი გულიას სახელობის პრემია
  • 1971 - აფხაზეთის ასსრ სახალხო არტისტი
  • 1954 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: