The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ მარსაგიშვილი

თამაზ მარსაგიშვილი
დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. კარკუჩა, ყაზბეგის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1974წწ. - 1978-1986წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის რ. დოღონაძის სახ. თეორიულ კვლევათა ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2006 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; იმავე წლიდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 2007 წლიდან რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.  130-ზე მეტი სემეცნიერო ნაშრომისა და 5 პატენტის ავტორია. 2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.

წყარო: http://www.mes.gov.ge/content.php?id=4754&lang=geo

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტი, წევრი (1998-)
  • ამერიკული ქიმიური საზოგადოება (ACS), წევრი (2006-)
  • ევროსაიენსი (Euroscience) , წევრი (1998-)
  • საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრი (კემბრიჯი), წევრი (2000-)
  • შავი ზღვის ქვეყნების წყლის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორთა საბჭო, წევრი (2001-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია

გააზიარე: