შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გენო ადამია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. სწავლობდა მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტის ფილიალში, საიდანაც 1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით გარიცხეს. 1957–1991 წლებში მუშაობდა ქუთაისში, გაგრაში, კრასნოდარში, სოხუმში სამრეწველო საწარმოებში და სამშენებლო ობიექტებზე. 1991 წლიდან იყო აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ხოლო ე. წ. აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების შემდეგ–სახალხო ლაშქრის რაზმების ერთ–ერთი ორგანიზატორი. 1992 წლის აგვისტოდან საქართველოს რეპუბლიკის შეიარაღებული ძალების 23–ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურის მოადგილე იყო, 1992 წლიდან მეთაური. აფხაზეთის ომის(1992–1993) მონაწილე. 1993 წლის წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც კი უარი თქვა დანებებაზე. მცირე ძალებით იგი განაგრძობდა სეპარატისტებისათვის წინააღმდეგობის გაწევას. დაიღუპა ბრძოლაში, კელასურის ხიდზე, 28 სექტემბერს. 1993 წლის ნოემბერში, მისმა თანამებრძოლებმა მისი ცხედარი თბილისში გადმოასვენეს. თბილისში არის გენო ადამიას სახელობის ქუჩა. გენერალ–მაიორი(8 მარტი 1993 წელი). საქართველოს ეროვნული გმირი. (2020 წლის 22 სექტემბერი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.48; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.39-139; უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.40-41 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |