The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენო ადამია

გენო ადამია
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1936
გარდაცვ. თარიღი:28 სექტემბერი, 1993  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

სწავლობდა მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტის ფილიალში, საიდანაც 1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით გარიცხეს. 1957–1991 წლებში მუშაობდა ქუთაისში, გაგრაში, კრასნოდარში, სოხუმში სამრეწველო საწარმოებში და სამშენებლო ობიექტებზე. 1991 წლიდან იყო აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ხოლო ე. წ. აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების შემდეგ–სახალხო ლაშქრის რაზმების ერთ–ერთი ორგანიზატორი. 1992 წლის აგვისტოდან საქართველოს რეპუბლიკის შეიარაღებული ძალების 23–ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურის მოადგილე იყო, 1992 წლიდან მეთაური. აფხაზეთის ომის(1992–1993) მონაწილე. 1993 წლის წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც კი უარი თქვა დანებებაზე. მცირე ძალებით იგი განაგრძობდა სეპარატისტებისათვის წინააღმდეგობის გაწევას. დაიღუპა ბრძოლაში, კელასურის ხიდზე, 28 სექტემბერს. 1993 წლის ნოემბერში, მისმა თანამებრძოლებმა მისი ცხედარი თბილისში გადმოასვენეს. გენერალ–მაიორი(8 მარტი 1993 წელი). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.48; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.39-139

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2020 - საქართველოს ეროვნული გმირი
  • 1994 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (სიკვდილის შემდეგ)
  • 1993 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: